თეგი: ანატოლი ბიბილოვი

ბიბილოვმა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რუსეთიდან ჩასული გენერალი დანიშნა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბიბილოვი უკვე შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ჩასულ გენერალს, დე ფაქტო გენშტაბის უფროსს, ვიქტორ ფედოროვს და მას შესთავაზა ე.წ მინისტრის მოვალეობის შესრულება. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ასეთ რთულ პერიოდში თავდაცვის სამინისტრო ლიდერის გარეშე არ უნდა დარჩეს. „დღეს თავდაცვის მინისტრს არც ჯარისთვის და არც საბრძოლო მომზადებისთვის სცალია. ეს ჩანს მის ქმედებებში, უფრო მეტად უმოქმედობაში. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრ იბრაგიმ გასეევის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მისი მოვალეობების თქვენთვის დაკისრების შესახებ“, - მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვიქტორ ფედოროვს. მან ასევე თავისი განკარგულებით გაათავისუფლა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ახსარ გასიევი. „ჯარი არ უნდა დარჩეს ლიდერის გარეშე. ამავდროულად, პერსონალთან არ მიმდინარეობს სასწავლო და პატრიოტული მუშაობა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის მოადგილის გასიევის გადაყენების შესახებ“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. ბიბილოვმა მოითხოვა ოფიცრების შეკრება 26 თებერვალს, რათა პირადად შეხვდეს ხელმძღვანელობასა და ქვედანაყოფების მეთაურებს. ანატოლი ბიბილოვსა და იბრაგიმ გასეევს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკვე ყოფილმა ე.წ თავდაცვის მინისტრმა დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. გასეევის საინიციატივო ჯგუფი ე.წ. ცესკომ უკვე დაარეგისტრირა. ამის შემდეგ ბიბილოვმა გასეევი გამოიძახა და დე ფაქტო არმიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოსთხოვა, თუმცა პასუხებმა არ დააკმაყოფილა. ამჟამად დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელად მან რუსეთიდან ჩასული გენარალ-მაიორი ვიქტორ ფედოროვი დანიშნა. წყარო - რადიო თავისუფლება

პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს

კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების სურვილის თაობაზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. „არავითარი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა მოქმედება არ განგვიხორციელებია, მაგრამ, ამავდროულად, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე და მას ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით", - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პესკოვმა დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.  ბაბილოვის განცხადებას დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.  მისი თქმით, „ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა". ამასთან დასძინა, რომ საქართველო „არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად". ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბარს მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში ვიზიტად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი. „დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას", - ამბობს იეპე კოფოდი. მანვე განაცხადა, რომ „დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ". რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ბიბილოვი: საბჭოთა კავშირის აღდგენას მხარს დავუჭერ, მადლობა ღმერთს, რომ სსრკ-ში ვცხოვრობდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საბჭოთა კავშირის აღდგენას. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ბიბილოვმა აღიარა, რომ "1930-იან წლებში სერიოზული ექსცესები" იყო, მაგრამ, მისი განმარტებით, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ "მისი მოქალაქეებისთვის", არამედ მთელი მსოფლიოსთვის.  "ეჭვგარეშეა, რომ მე მის აღდგენას მხარს დავუჭერ. მადლობა ღმერთს, რომ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი. მე ვხედავდი ერთმანეთის მიმართ მაშინდელ დამოკიდებულებას, მაშინ ეროვნებებს არ განვარჩევდით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი". - თქვა ბიბილოვმა.  ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა. 

ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „დანიშნოს „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის რეფერენდუმი კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?“- ნათქვამია განკარგულების თანმდევ ინფორმაციაში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

გაგლოევის განცხადებით, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა

„სამხრეთ ოსეთის“  ახლად არჩეული მარიონეტი პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ, ის რეფერენდუმის ჩატარებას ეთანხმება, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა. ალან გაგლოევმა ადგილობრივ გამოცემას განუცახდა, რომ  რომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, "რადგან ბიბილოვმა იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში. ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?" – თქვა გაგლოევმა. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა ამასთან, „სამხრეთ ოსეთის“  ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ადგილობრივ გამოცემასთან გამოთქვა ეჭვი, რომ ბიბილოვის განკარგულება კითხვებს აჩენს, „იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კოორდინირებულად მიღებული რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან“. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს 

გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა

„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ალან გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმზე: თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში ჩვენს მისაღებად, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა შესაბამისი დადგენილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ბაბილოვის განკარგულება მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდეა შეჩერებული. პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს „რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს